პრეზენტაციები და პროექტები

02-03-2023:   ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია ყველასათვის

სსიპ-ქალაქ ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის, კლუბი ,,სიცოცხლის ფორმულას" წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე ,,ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია ყველასათვის". თანატოლებს ესაუბრეს ენერგო რესურსების სხვადასხვა წყაროების-განახლებადი და არაგანახლებადი წყაროების-შესახებ და მათი შესაბამისი უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ, მათ შორის გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, გამოყენების, უსაფრთხოების და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და, აგრეთვე,მათი წილის შესახებ ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურდონეზე.



21-11-2022:   მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ.

ჩატარდა მორიგი შეხვედრა - მდგრადი განვითარების კონცეფციის შესახებ. დისტანციურად, აუდიტორიის წინაშე წარადგინეს პრეზენტაცია. კლუბის წევრები გაეცნენ მდგრადი განვითარების ძირითად სფეროებს, რომლებიცაა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და გარემოს დაცვა, ასევე განვიხილეს მისი მიზნებიც. კლუბის წევრებმა დასვეს ბევრი საინტერესო შეკითხვა, დასახეს სტრატეგიები მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.



19-10-2022:   პრეზენტაციის სწორად ჩატარებისათვის საჭირო წესებისა და უნარების გაცნობა.

თანამედროვე სწავლა-სწავლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ხშირად უწევთ თავიანთი ნამუშევრების წარდგენა აუდიტორიის წინაშე.გამომდინარე აქედან, კლუბის წევრები გაეცნენ პრეზენტაციის სწორად ჩატარებისათვის საჭირო წესებსა და უნარ-ჩვევებს. გამოთქვეს მოსაზრებები, დასვეს შეკითხვები.